ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელიაც იყო წარდგენილი | ვინ გახდა სერია A-ს ოქტომბრის MVP?

იტალიის სერია A-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი მატეო რეტეგი გახდა. აღნიშნულ ჯილდოზე „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც იყო წარდგენილი, მაგრამ გულშემატკივრებმა „ატალანტას“ წარმომადგენელი გამოარჩიეს.

რეტეგიმ ოქტომბერში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა. იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა „ჯენოას“ ჰეთ-თრიქი შეუსრულა, „ვერონასთან“ დუბლი გაიფორმა, ხოლო „ვენეციასთან“ გოლსა და საგოლე გადაცემას დასჯერდა.

კვარაცხელიას გარდა, ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე იასინ ადლი (ფიორენტინა), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი), მატეო რეტეგი (ატალანტა), ნუნო ტავარეში (ლაციო) და მარკუს ტურამი (ინტერი) იყვნენ წარდგენილნი. ოქტომბერში, ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა.

ქართველმა შემტევმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ინტერთან“ თამაშის შემდეგ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრა და ეროვნულ გუნდს უახლოეს საათებში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, არის ინტერესი სხვა კლუბებისგანაც“ - აგენტი ბუდუზე
„კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, არის ინტერესი სხვა კლუბებისგანაც“ - აგენტი ბუდუზე