ლაშა დვალი
Aa
Aa

„ტრავმა რომ არ მიეღო...“ - დვალის სატრანსფერო ვარიანტები

უკვე საკმაოდ დიდი ხანია საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზის ლაშა დვალის გარეშე წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამოც შაბათს, უკრაინასთან საშინაო მატჩში მისი არყოფნა გუნდისთვის საკმაოდ დიდი დანაკლისი იქნება. ოქტომბერში, ალბანეთთან შეხვედრაში გაფრთხილებულმა 29 წლის მცველმა ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა, რის გამოც ის ნაკრების დახმარებას მხოლოდ ჩეხეთთან საგარეო თამაშში შეძლებს.

დვალისა და მისი კარიერის შესახებ სასაუბროდ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური პირი მისი აგენტი ლაშა ოდილაძეა, რომელმაც თავის კლიენტის როგორც წარსულსა და აწმყოზე, ასევე მომავალზე Crystalsport-თან ინტერვიუში საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა.

რას ამბობს დვალზე

ვინც „აპოელს“ დაბალი დონის კლუბად თვლის, მათ აზრს არ ვეთანხმები. ნიქოზიელები ჩემპიონთა ლიგისა დაა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სისტემატურად ასპარეზობენ, კვიპროსის ჩემპიონატში კი მუდამ მოწინავეთა შორის არიან.

რაც შეეხება დვალის კარიერას, რამდენიმე წლის წინ მას აშკარად არ გაუმართლა. „ფერენცვაროშში“ თამაშისას, ლაშას რეალური წინადადებით ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდმა მიმართა და როდესაც კონტრაქტი ხელმოწერისთვის იყო გამზადებული, მან უმძიმესი ტრავმა მიიღო, ორი ოპერაცია გაიკეთა და წელიწადნახევარი გაუცდა.

გამოჯანმრთელების შემდეგ წინადადებით „აპოელმა“ მოგვმართა და საკმაოდ ბევრი ფაქტორის გამო დავთანხმდით - ამ გუნდს ჰქონდა რეალური მიზნები და ასევე იქ დაგვხვდა გიორგი ქვილითაია, რაც ლაშას ადაპტაციაში დაეხმარებოდა. ნიქოზიელებთან ხელშეკრულება მას სეზონის ბოლოს უსრულდება და არსებული ვარიანტებიდან საუკეთესოს შევარჩევთ.

დვალის ანგარიშზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 40 მატჩში 1 გოლია. საკლუბო დონეზე მან „აპოელთან“ ერთად წელს კვიპროსის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერ თასი მოიგო. „ფერენცვაროშში“ ასპარეზობისას კი ზედიზედ 3-ჯერ (2020, 2021, 2022) უნგრეთის ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალი: ევრო 2024-ის შემდეგ ძალიან დაღლილი ვიყავი, სულის მოთქმა მინდოდა
დვალი: ევრო 2024-ის შემდეგ ძალიან დაღლილი ვიყავი, სულის მოთქმა მინდოდა