„ვეცდებით ჩვენი ქომაგები გავახაროთ“ | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 15 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხეილ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ხვალინდელ თამაშს რაც შეეხება, ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მზად ვართ თამაშისთვის. ვეცდებით ჩვენი გეგმები რეალიზებაში მოვახდინოთ. ვეცდებით ქართველი ქომაგები გავახაროთ, ბოლო პერიოდში ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს და ვეცდებით რომ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე.
განწყობა დადებითია, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. პირველად მოგვიწევს ასეთი დონის თამაშის ჩატარება და ასეთი სტრესის ფონზე თამაში. მენტალური განწყობა რაც გვქონდა რეალიზდება და ამ მხრივ პრობლემები არ გვქონდა.
სიგუას რაც შეეხება არ დავკონკრეტდები რამდენს ითამაშებს, მაგრამ თამაშისთვის მზადაა. ჩვენი გულშემატკივრის ძალა არაერთხელ გამოვცადეთ, ახლა მათი დახმარება ძალიან გვჭირდება. იმედი მაქვს და მათ ვთხოვ რომ სტადიონზე მოვიდნენ.
დაჩი ლორთქიფანიძეს დიდი ხანია ვიცნობ, მასზე დიდ ინფორმაციას ვფლობთ, ივნისშიც გამოვიძახეთ, მისით მთლიანად კმაყოფილო ვარ, პერსპექტივაში დაჩის ძალიან გვეიმედება. მას საკლუბო დონეზე სათამაშო პრაქტიკა დასჭირდება. დაჩი ძალიან პერსპექტიული ბიჭია და მისი ძალიან დიდი იმედი მაქვს. ჩვენ ვართ ფლეიოფში, უკან დახევას არ ვაპირებთ, დიდი შრომა გავწიეთ და ხორვატიის დამარცხების დიდი იმედი მაქვს.
არ ვიცი რას გულისხმობდა ივიცა ოლიჩი (ივიცა ოლიჩმა თქვა რომ მეგონა საქართველოს ნაკრები რუსული სტილის გუნდი იქნებოდაო და სასიამოვნოდ გაოცებულო ვარო) ჩვენ ყოველთვის დომინანტურ ფეხბურთს ვთამაშობთ. ტაქტიკას მეტოქიდან გამომდინარე ვცვლიდით ხოლმე. მაგრამ ბურთის კონტროლზე ყოველთვის ვაკეთებდით აქცენტს.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (