ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

„დინამო თბილისის ვარიანტი იყო, მაგრამ...“ - კვეკვესკირის აგენტის კომენტარი

პოზნანის „ლეხიდან“ წამოსვლის შემდეგ, ნიკა კვეკვესკირი რამდენიმე თვის განმავლობაში უკლუბოდ იყო, თუმცა საბოლოოდ მან „ნირეგიჰაზას“ სახით ოპტიმალური ვარიანტი მოძებნა და ახლა უნგრეთის უმაღლესი ლიგის კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრება. როგორც გაიარა ადაპტაცია ახალ გუნდში და სხვა რომელი ვარიანტები ჰქონდა კარიერის გასაგრძელებლად, ამის შესახებ Crystalsport-ს საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველის აგენტი ესაუბრა.

ლაშა ოდილაძე

„ნირეგიჰაზას“ ვარიანტი სრულიად შემთხვევით გამოვიდა - ნიკამ თავიდანვე იცოდა ამ კლუბის ინტერესის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა, რადგან ცდილობდა შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი მოეძებნა.

მიდიოდა საუბარი „დინამო თბილისში“ ტრანსფერზე და რეალური დაინტერესებაც არსებობდა, მაგრამ ნიკას ოჯახი ცხოვრობს პოლონეთში და აქვე ახლოს სხვა გუნდი რომ არ გამოჩნდა, უნგრეთიდან მიღებულ შემოთავაზებას დათანხმდა.

უკვე ორი მატჩია ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, გაიტანა ულამაზესი გოლი და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარება. რაც მთავარია, როგორც მწვრთნელი, ასევე მისი თანაგუნდელები მოხარულები არიან, რომ კვეკვეს სახით უმაღლესი კლასის პროფესიონალი დაიმატეს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იყო ლაპარაკი კვეკვესკირის საქართველოში დაბრუნებაზე და მერწმუნეთ, ფინანსების გამო არაფერი ჩაშლილა და არც სასწაულ ხელფასს არ ითხოვდა. უბრალოდ, სურდა ოჯახთან მეტი დრო გაეტარებინა და ახლაც, როგორცკი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, მაშინვე პოლონეთში მიფრინავს მეუღლისა და შვილების სანახავად, რომლებიც იქაურ სკოლაში სწავლობენ.

ნიკა კვეკვესკირის კარიერა 2009 წელს ზუგდიდის „ბაიაში“ დაიწყო, რასაც 2011-2014 წლებში „დინამო თბილისში“ გატარებული 3-წლიანი პერიოდი მოჰყვა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში თამაშის შუალედში იყო ნახევარსეზონიანი საიჯარო ხელშეკრულება ცხინვალის „სპარტაკთან“. დედაქალაქიდან კვეკვესკირი 2014 წელს გორის „დილაში“ გადაბარგდა, 2015 წლიდან კი საზღვარგარეთ გამოდის და სხვადასხვა პერიოდში ბაქოს „ინტერის“, „გაბალასა“ და „ტობოლის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქვილითაიას დაბრუნების ვადები - გიორგი საქართველოში მკურნალობს
ქვილითაიას დაბრუნების ვადები - გიორგი საქართველოში მკურნალობს