მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მეჩხუბე და დაამტკიცე, რომ მხოლოდ ხაბიბის ბიძაშვილი ვარ“ - უმარი მერაბს

სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობრის, ალჯამეინ სტერლინგის განცხადებას გამოეხმაურა და „ალჯოს“ და მერაბს მოუწოდა, მასთან ჩხუბისგან თავის ასარიდებლად ახალი გამართლება მოიფიქრონ.

„ალჯო, თქვენ ძალიან გეშინიათ, რომ ეს ბრძოლა [უმარი VS მერაბი] შედგება, იმიტომ რომ ეს ერთადერთი ბრძოლაა, სადაც შენ და შენი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულები არ ხართ. თუ მე მხოლოდ ჩემი ბიძაშვილის სახელით ვსარგებლობ, მაშინ ეს მერაბისთვის მარტივი ბრძოლა უნდა იყოს. ჩხუბს დათანხმდით და დაამტკიცეთ, რომ სახელის გარდა არაფერი მაქვს და მხოლოდ ხაბიბის ბიძაშვილი ვარ. ახალი გამართლება მოიფიქრეთ, ამან ვერ იმუშავა“, - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სტერლინგმა განაცხადა, რომ უმარ ნურმაგომედოვს საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ დაუმსახურებია და რომ მისი ბიძაშვილის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მიღწევებს უმართან საერთო არაფერი აქვს.

აქვე გეტყვით, რომ სტერლინგი მომდევნო ბრძოლას მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ გამართავს. მისი დამარცხების შემთხვევაში, „ალჯოს“ საჩემპიონო ჩხუბის მიღება და ილია თოფურიასთან დაპირისპირება სურს.

რაც შეეხება ნურმაგომედოვს, მან ბოლოს 3 აგვისტოს, კორი სენდჰაგენის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ნურმაგომედოვს MMA-ში გამართული 18-ვე ბრძოლა აქვს მოგებული. 14 დეკემბერს უმარს სონგ იადონგთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ, უმარის თქმით, იადონგი ტრავმირებულია და ამის გამო დეკემბერში დაგეგმილი ბრძოლა ვერ შედგება. თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილმა დაწერა, ბრძოლაზე უარი არა იადონგმა, არამედ ნურმაგომედოვმა თქვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს ალბათ ფიგერედოს აჩხუბებენ...“ - უმარ ნურმაგომედოვი
„მერაბს ალბათ ფიგერედოს აჩხუბებენ...“ - უმარ ნურმაგომედოვი