ანკალაევი: ჯერ პერეირას ვცემ, მერე კი ჯონსს დავამარცხებ
ქვემძიმე წონაში UFC-ის რუს მებრძოლს, მაგომედ ანკალაევს მძიმე წონაში მოქმედ ჩემპიონ, ჯონ ჯონსთან ბრძოლა სურს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჯონსს არ უნდა ასპინალთან ჩხუბი, პერეირას აღდგენის პროცესი აქვს, მე კი მშიერი ვარ. ჯერ პერეირას ვცემ, შემდეგ კი ჯონსს დავამარცხებ“, - წერს ანკალაევი.
Jones doesn’t want to fight Aspinall, Perreira is recovering and I’m hungry. I will beat Perreira and after that I can beat Jones
— Magomed Ankalaev (@AnkalaevM) November 11, 2024
ნოემბრის დასაწყისში ალექს პერეირამ 8 დეკემბერს, მაგომედ ანკალაევთან ბრძოლაზე უარი თქვა.
როგორც მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, 2024 წელი მათთვის ისედაც ზედმეტად დატვირთული გამოდგა და ოქტაგონზე დაბრუნებას თებერვალზე ადრე არ აპირებენ.
დღის წესრიგში UFC 310-ზე ამ მებრძოლების დაპირისპირება მას შემდეგ დადგა, როდესაც ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ბელალ მუჰამადმა ტრავმა მიიღო და შავკატ რახმანოვთან შეხვედრაზე უარი თქვა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვების მიღება მისთვის არ შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსი 17 ნოემბერს, სტიპე მიოჩიჩს დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი UFC 309-ის მთავარი მოვლენა იქნება.