გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

ქვილითაიას დაბრუნების ვადები - გიორგი საქართველოში მკურნალობს

გიორგი ქვილითაიამ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კლუბი გამოიცვალა, თუმცა კვიპროსის ჩემპიონატში დარჩა და „აპოელიდან“ „არისში“ გადავიდა. ახალი გუნდის შემადგენლობაში 31 წლის ქართველ ფორვარდს ადაპტაციის გავლა ოდნავადაც არ გასჭირვებია და თავიდანვე შედეგიანად ათამაშდა, რაზეც 11 ტურში მის მიერ გატანილი 5 გოლიც მეტყველებს.

სამწუხაროდ, ჩინებულ ფორმაში მყოფი ქართველი ფორვარდი 3 ნოემბერს, ლარნაკას „აეკთან“ გამართული მატჩის მე-8 წუთზე ისე დაშავდა, რომ შესაცვლელი შეიქმნა. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ შედგა „არისში“ მისი ტრანსფერი და როდის დაუბრუნდება მოედანს, ამის შესახებ Crystalsport-თან ფეხბურთელის აგენტმა, ლაშა ოდილაძემ ისაუბრა.

რას ამბობს ქვილითაიაზე

„გიორგი ქვილითაიასა და მის შესაძლებლობებს ყველა კარგად იცნობს და „არისი“ მის მიმართ ინტერესს დიდი ხნის განმავლობაში იჩენდა, თუმცა მაშინ „აპოელთან“ კონტრაქტი აკავშირებდა და ნიქოზიის კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა ვერ შეძლეს.

ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, „არისი“ მას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და ვინაიდან გიორგის ამ ქვეყანაში დარჩენის დიდი სურვილი ჰქონდა, არსებულ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა.

„აპოელის“ ფანებს ქვილითაია ძალიან უყვარდათ და აფასებდნენ, მაგრამ ფეხბურთში ზოგჯერ უნდა გადადგა საჭირო და სწორი ნაბიჯები.

კარგ გუნდში გადავიდა, ბედნიერად გრძნობს თავს და როგორც სექტემბრის, ასევე ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

რაც შეეხება ტრავმის სიმძიმეს, კუნთთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამჟამად სარეაბილიტაციო პროცესს საქართველოში, მერაბ ვარძუკაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ გადის. მისი მოედანზე დაბრუნების ვადები კი 4-დან 6 კვირამდე მერყეობს.

ცნობისათვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 38 მატჩში, საიდანაც მან 18 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თავი 6 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლდინგის იდეა დიდ საფეხბურთო ბაზარზე გაგვიყვანს - ინტერვიუ ირაკლი ლილუაშვილთან
ჰოლდინგის იდეა დიდ საფეხბურთო ბაზარზე გაგვიყვანს - ინტერვიუ ირაკლი ლილუაშვილთან