ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

„კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, არის ინტერესი სხვა კლუბებისგანაც“ - აგენტი ბუდუზე

საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის აგენტმა, ლაშა ოდილაძემ Crystalsport-თან საუბარში ბუდუს მიმართ არსებულ ინტერესზე, „კარლსრუესთან“ კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე და ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს. ქართველი თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ერთ-ერთი ლიდერია და მეორე ბუნდესლიგის 12 შეხვედრაში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, გერმანიის თასზე კი ორ თამაშში ორი ბურთი შეაგდო.

აქვე გეტყვით, რომ მეორე ბუნდესლიგის 12 ტურის შემდეგ, „კარლსრუეს“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს. ზივზივაძის გუნდი ლიდერ „ჰანოვერს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩი 23 ნოემბერს, „ფიურტის“ წინააღმდეგ ელის.

ცნობისთვის, ბუდუ „კარლსრუეში“ გასული წლის იანვარში უნგრული „ფეჰერვარიდან“ 150 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თუ კვარამ ასე მთელი მატჩი წინ და უკან ირბინა...“ - რას ამბობს გრაციანი
„თუ კვარამ ასე მთელი მატჩი წინ და უკან ირბინა...“ - რას ამბობს გრაციანი