ისრაელ ადესანია, ჯონ ჯონსი, სტიპე მიოჩიჩი
Aa
Aa

ადესანია: ჯონსი მიოჩიჩს 2 რაუნდში დააფინიშებს

UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონმა და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა, ისრაელ ადესანიამ ჯონ ჯონსსა და სტიპე მიოჩიჩს შორის დაგეგმილ ბრძოლაზე ილაპარაკა.

ადესანია მიიჩნევს, რომ გამარჯვებას ჯონსი მოიპოვებს.

ჯონ ჯონსი მძიმე წონაში უკვე უკეთესად გამოიყურება. ის პროცესს სერიოზულად ეკიდება, ხოლო იმან, თუ როგორ იჩხუბა მან სირილ განთან, მაიძულა მეთქვა: „ჯონი საუკეთესოა“. სტიპე რთული მეტოქეა. ხედავდით, რას აკეთებდა წარსულში, როგორ დომინირებდა, მაგრამ ამ ჩხუბს, ვფიქრობ, ის ვერ გაუმკლავდება. მე ვირჩევ ჯონსს - ის სტიპეს 2 რაუნდში დააფინიშებს“, - თქვა ადესანიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსისა და სტიპე მიოჩიჩის დაპირისპირება 17 ნოემბერს გაიმართება. მათი ჩხუბი UFC 309-ის მთავარი მოვლენა იქნება.

ამ ბრძოლის დამზღვევი ტომ ასპინალი იქნება, რომელიც UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ გინდა ჩემპიონად ითვლებოდე...“ - ვოლკიმ ჯონსს მიმართა
„თუ გინდა ჩემპიონად ითვლებოდე...“ - ვოლკიმ ჯონსს მიმართა