გოგა ბითაძე, ჯამალ მოზლი
Aa
Aa

„გოგა დღეს შესანიშნავი იყო“ - ორლანდოს მწვრთნელმა ბითაძე შეაქო

„ორლანდო მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძის თამაში შეაფასა, რომელმაც თავის ყოფილ გუნდთან, „ინდიანა პეისერსთან“ ორმაგი დუბლი შეასრულა და „მეჯიქის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

რა თქვა „ორლანდოს“ მწვრთნელმა:

„ვფიქრობ, გოგა დღეს შესანიშნავი იყო. 6 მოხსნა შეტევაში, 12 მოხსნა ჯამში. მნიშვნელოვანი ბლოკები ყველაზე საჭირო დროს... მან მოგვცა ის ნაპერწკალი, რომელიც გვჭირდებოდა. ცოტათი ფიცხი იყო, მაგრამ არა უშავს. საბოლოო ჯამში, ესაა ის, რაც მას, როგორც მოთამაშეს ახასიათებს“.

შეგახსენებთ, რომ „ორლანდომ“ „ინდიანა“ 94:90 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი ბითაძეს მიუძღვის, რომელმაც 12 ქულის, 12 მოხსნისა და 1 ასისტის დაგროვებით წლევანდელ სეზონში ორმაგი დუბლი ბოლო 5 შეხვედრაში მესამედ შეასრულა.

7 მოგებითა და 6 წაგებით “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძე და მისი თანაგუნდელები 16 ნოემბერს, “ფილადელფიასთან” გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისევ ორმაგი, ისევ ყოფილ გუნდთან - ბითაძეს ვერ აჩერებენ
ისევ ორმაგი, ისევ ყოფილ გუნდთან - ბითაძეს ვერ აჩერებენ