დიეგო ფორლანმა პროფესიონალურ ჩოგბურთში სადებიუტო თამაში წააგო
მონტევიდეოს ჩელენჯერზე, ლეგენდარული ურუგვაელი ყოფილი ფეხბურთელის, დიეგო ფორლანის დებიუტი შედგა, რომელიც მარცხით დასრულდა.
45 წლის წლის ფორლანმა არგენტინელ ფედერიკო კორიასთან წყვილში ითამაშა და ისინი ბორის არიასასა და ფედერიკო სებალოსს დაუპირისპირდნენ.
მატჩი 46 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 1:6, 2:6 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ფორლანს სხვადასხვა დროს „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ვილიარეალში“, „ატლეტიკოში“ და „ინტერში“ უთამაშია, ორჯერ მოგებული აქვს „ოქროს ბუცი“. ურუგვაის ნაკრებთან ერთად 2011 წელს ფორლანმა კოპა ამერიკა მოიგო, 2010 წლის მუნდიალზე კი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ცნობისთვის, ფორლანმა საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა და მას შემდეგ ITF-ის ვეტერანთა ტურნირებზე თამაშობს.