სტეფ კარი, მაიკლ ჯორდანი
Aa
Aa

ჯორდანს აჯობა - კარის მორიგი რეკორდი

სტეფ კარი სეზონიდან სეზონამდე NBA-ს გულშემატკივრებისა და საკალათბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს - „გოლდენ სტეიტის“ 36 წლის ვარსკვლავმა „დალასთან“ (120:117) მოგებულ შეხვედრაში ჩვეული შედეგიანობით გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის მაჩვენებლები გააუმჯობესა. ეს უკანასკნელი ამ დრომდე წუთში დაგროვებული ქულების საშუალო რაოდენობით (0,61 ქულა) საუკეთესო იყო და კარიმაც ბოლო თამაშის შემდეგ ანალოგიური მაჩვენებელი დააფიქსირა. მესამე ადგილზე კი ამ მხრივ ლებრონ ჯეიმსი (0, 57 ქულა) იმყოფება.

37 ქულით, 6 მოხსნითა და 9 შედეგიანი გადაცემით კარი „გოლდენ სტეიტი“ – „დალასის“ მატჩის MVP გახდა და „უორიორსის“ მორიგი გამარჯვების მოპოვებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა. გარდა ჯორდანის რეკორდის გაუმჯობესებისა, „მავერიქსთან“ ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე ვეტერანი გამთამაშებელი კიდევ ერთი მასშტაბური მიღწევის ავტორი გახდა - ის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში მინიმუმ 30 ქულის დაგროვება შეძლო.

კარი „გოლდენ სტეიტის“ ღირსებას 2009 წლიდან იცავს და ამ ხნის განმავლობაში 4-ჯერ (2015, 2017, 2018, 2022) NBA-ს ჩემპიონი, ერთხელ (2002) ფინალური სერიის MVP გახდა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა კი 10-ჯერ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიპენი: ლებრონი სტატისტიკაში საუკეთესო გახდება, ჯორდანი ჩემ მისვლამდე საშინელი იყო
პიპენი: ლებრონი სტატისტიკაში საუკეთესო გახდება, ჯორდანი ჩემ მისვლამდე საშინელი იყო