საქართველო-უკრაინის მატჩს ინგლისელი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება
ერთა ლიგის B დივიზიონის საქართველო-უკრაინის მატჩს, რომელიც 16 ნოემბერს ბათუმში გაიმართება, ინგლისელი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება. ინფორმაცია ამის შესახებ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
შეხვედრის მთავარი არბიტრი 39 წლის კრის კავანა იქნება. მსაჯის ასისტენტები ლი ბეტსი და ნილ დევისი იქნებიან. მეოთხე არბიტრის ფუნქციებს სემ ბეროტი შეასრულებს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო. გუშინ ვილი სანიოლის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მეხუთე ტურში უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ბათუმში 16 ნოემბერს გაიმართება, ხოლო მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 14 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის უკრაინის ნაკრები 4 ქულით ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ადგილზეა. ჯგუფს ჩეხეთი 7 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს საქართველოს და ალბანეთის ეროვნული გუნდები იყოფენ.