გეორგი სუდაკოვი
Aa
Aa

„ვესაუბრე აზაროვს და გოჩოლეიშვილს...“ - სუდაკოვი საქართველოსთან მატჩზე

უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელმა, გეორგი სუდაკოვმა საქართველოს ნაკრებთან დაგეგმილი მატჩის შესახებ ისაუბრა. სუდაკოვის თქმით, მატჩთან დაკავშირებით ის ესაუბრა თანაგუნდელ ირაკლი აზაროვს, რომელთან ერთადაც „შახტარში“ სასტუმროს ნომერს იყოფს და რომელიც ამ სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში არის გამოძახებული.

რა თქვა სუდაკოვმა:

„საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. პირველმა თამაშმაც აჩვენა, როგორი ტექნიკური შემტევები ჰყავთ. გვესმის, როგორი მნიშვნელოვანია ეს მატჩი ჩვენთვის, ამიტომ ვემზადებით და შევეცდებით, დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.

საქართველოში უკრაინის 15-წლამდელებთან ერთად მითამაშია. „შახტარში“ ირაკლი აზაროვთან ერთად ვიყოფთ ოთახს. ის ამბობს, რომ ბათუმში სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იქნება. ის ახლა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად პლეიოფში სათამაშოდ გაემგზავრა.

ასევე ვესაუბრე გოჩოლეიშვილს [„შახტარის“ ექსფეხბურთელი, რომელიც ამჟამად „კოპენჰაგენში“ თამაშობს]. მას სურს, რომ საქართველომ სასურველ შედეგს მიაღწიოს“.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მეხუთე ტურში უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ბათუმში 16 ნოემბერს გაიმართება, ხოლო მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 14 ოქტომბერს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის უკრაინის ნაკრები 4 ქულით ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ადგილზეა. ჯგუფს ჩეხეთი 7 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს საქართველოს და ალბანეთის ეროვნული გუნდები იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინის მორიგი დანაკლისი | ციგანკოვის შემცვლელიც ტრავმირებულია
უკრაინის მორიგი დანაკლისი | ციგანკოვის შემცვლელიც ტრავმირებულია