ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ტომი იმდენად ცუდი ტიპია...“ | რას ამბობს ჯონსი ასპინალზე

მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარულმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა ტომ ასპინალთან ჩხუბის შესაძლებლობა გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ ჯონსი 17 ნოემბერს, სტიპე მიოჩიჩს დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი UFC 309-ის მთავარი მოვლენა იქნება.

ამ ბრძოლის დამზღვევი სწორედ ტომ ასპინალი იქნება, რომელიც UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელია.

ჯონსს მანამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ ასპინალთან ჩხუბი არ აინტერესებს, ჩხუბის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კი მან ამ თემაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

რა თქვა ჯონსმა:

„გულახდილი რომ ვიყო, ვფიქრობ, ტომი იმდენად ცუდი ტიპია, რომ მასთან საქმის დაჭერა არ მსურს. მისი ფანები ძალიან გამაღიზიანებლები არიან. ცხადია, რომ კარიერაში შორს ვერ წახვალ, როდესაც ფანებს შენზე ასეთი გავლენა აქვთ“.

„ის უბრალოდ ცუდი ტიპია. ის 31 წლისაა, ის ინფლუენსერების თაობიდანაა, რომლებიც სულ ონლაინ არიან, მაისურებს ჰყიდიან და ა.შ. მსგავსი რაღაცები წარსულში დარჩა“.

„მას რომ უფრო მეტი პატივისცემა გამოევლინა, შესაძლოა რამე გამოსულიყო. ბოლო-ბოლო, ეს ბიზნესია და ჩემთან ჩხუბი მას საკუთარი ცხოვრების სამუდამოდ შეცვლის შესაძლებლობას აძლევს. მე კი არ მინდა მას ასეთი შესაძლებლობა მივცე“.

მანამადე ავსტრალიელმა მებრძოლმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ თქვა, რომ თუ ჯონსს მძიმე წონაში ჩემპიონობა სურს, მაშინ ეს ტიტული უნდა მოიპოვოს.

ჩემი დარწმუნება რთული იქნება იმაში, რომ შეგიძლია იყო ჩემპიონი მძიმე წონაში ტომ ასპინალთან ჩხუბის გარეშე, სანამ მას დროებითი ტიტული აქვს. სჭირდება თუ არა ეს ჯონ ჯონსს? არა, მას ისედაც წარმოუდგენელია მემკვიდრეობა აქვს, მაგრამ თუ შენ გინდა მძიმე წონაში ჩემპიონი გახდე და იყო ორმაგი ჩემპიონი, მაშინ ასპინალს უნდა ეჩხუბო“, - თქვა ვოლკიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მაინტერესებს შენმა ბიძაშვილმა რა გააკეთა“ | ალჯო მერაბისა და უმარის ჩხუბზე
„არ მაინტერესებს შენმა ბიძაშვილმა რა გააკეთა“ | ალჯო მერაბისა და უმარის ჩხუბზე