ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ვემბანიამას 50 - მამუს არ უთამაშია

გოგა ბითაძისგან განსხვავებით, NBA-ში მოთამაშე მეორე ქართველ ლეგიონერს, სანდრო მამუკელაშვილს შარშანდელი სეზონის მსგავსად, საკმარისი რაოდენობის წუთები იშვიათად ეძლევა. დღეს დილით „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ (139:130) მოგებულ შეხვედრაში კი, „სან ანტონიოს“ სამწვრთნელო შტაბმა „მამუ“ არც ერთი წუთით არ ათამაშა, რაც წინა შეხვედრებში მის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილად ჩანდა.

გამორჩეული და NBA-ში გადასვლის შემდეგ ყველაზე შედეგიანი თამაში ჩაატარა „სპურსის“ ფრანგმა ვარსკვლავმა - 20 წლის ვიქტორ ვემბანიამამ 32 წუთში 50 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან თექვსმეტიდან რვა სამქულიანი, ცამეტიდან ათი ორქულიანი და ცხრიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. ექვსიდან ხუთ შემთხვევაში ბურთი დაცვაში ასპარეზობისას მოხსნა, სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო, თითო-თითო დაკარგვა-ჩაჭრა ჰქონდა და მეტოქეს სამჯერ დაუფარა.

საინტერესოა, რომ ვემბანიამა გახდა NBA-ს ისტორიაში რიგით მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც ერთ შეხვედრაში 50-ქულიან ნიშნულს მიაღწია - ამ მხრივ მასზე წინ ბრენდონ ჯენინგსი, ლებრონ ჯეიმსი და დევინ ბუკერი არიან.

6 მოგებითა და 6 წაგებით „სან ანტონიო“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს ზეგ დილით „ლეიკერსთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 04:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუ მწვრთნელის გარეშეა - როდის დაბრუნდება პოპოვიჩი
მამუ მწვრთნელის გარეშეა - როდის დაბრუნდება პოპოვიჩი