მაიკ ტაისონი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

მაიკ ტაისონი: წაგებას არ ვაპირებ

მაიკ ტაისონი ამბობს, რომ წაგებას არ აპირებს. ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე 15 ნოემბერს, ჯეიკ პოლთან იჩხუბებს.

მანამდე მეტოქეებს შორის პირისპირ დგომი შედგა, რის შემდეგაც მათ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

ტაისონის თქვით, მისი და პოლის დაპირისპირება ნამდვილი ომი იქნება.

ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი და მე მზად ვარ ამ ჩხუბისთვის. თავს ბედნიერად ვგრძნობ. ეს ბრძოლა დიდ ყურადღებას იწვევს. მე წაგებას არ ვაპირებ, წერტილი!“, - თქვა მაიკ ტაისონმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ტაისონისა და პოლის ჩხუბი 20 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ შემდეგ ის 15 ნოემბრამდე გადაიდო. მიზეზი ის გახდა, რომ ტაისონს წყლული გაუმწვავდა.

ჯეიკ პოლი ყოფილი იუთუბერია, რომელმაც პროფესიონალური მოკრივის კარიერა დაიწყო და 10 ბრძოლა აქვს გამართული. ცნობისთვის, ჯეიკ პოლს ნეით რობინსონის, ბენ ასკრენის, ტაირონ ვუდლის, ანდერსონ სილვას, ტომი ფიურის, ნეით დიასის, ანდრე ოგუსტისა და რაიან ბურლანდის წინააღმდეგ უჩხუბია. მას ერთი მარცხი აქვს და ტომი ფიურიმ მოუგო.

რაც შეეხება ტაისონს, მან ბოლოს 2020 წელს, როი ჯონს ჯუნიორის წინააღმდეგ იჩხუბა. მის ანგარიშზე 50 გამარჯვება და მხოლოდ 6 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მეგონა ვკვდებოდი“ | რა დაემართა მაიკ ტაისონს და რის გამო გადაიდო ჩხუბი
„მეგონა ვკვდებოდი“ | რა დაემართა მაიკ ტაისონს და რის გამო გადაიდო ჩხუბი