გოგა ბითაძე
Aa
Aa

ისევ ორმაგი, ისევ ყოფილ გუნდთან - ბითაძეს ვერ აჩერებენ

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გოგა ბითაძე კარიერის საუკეთესო ეტაპზეა. მთავარი მწვრთნელისგან, ჯამალ მოსლიგან გამოცხადებულ ნდობას ქართველი კალათბურთელი 100 პროცენტით ამართლებს და თამაშის ხარისხს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს. კიდევ უფრო სასიამოვნო ფაქტი კი ის გახლავთ, რომ გოგა განსაკუთრებით კარგად “ინდიანასთან” ასპარეზობს, რითაც ყოფილ გუნდს უმტკიცებს, რომ მისი გაშვებით სერიოზული შეცდომა დაუშვეს.

დღეს დილით “ორლანდომ” საკუთარ დარბაზში სწორედ “პეისერსს” უმასპინძლა და მეტოქე 4-ქულიანი სხვაობით, 94:90 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი ბითაძეს მიუძღვის, რომელმაც 12 ქულის, 12 მოხნისა და 1 ასისტის დაგროვებით წლევანდელ სეზონში ორმაგი დუბლი ბოლო 5 შეხვედრაში მესამედ შეასრულა.

გოგამ ყველა სროლა საშუალო დისტანციიდან შეასრულა და შვიდიდან ექვსი ორქულიანი ზუსტი გამოდგა. მისი მოხსნები პროპორციული იყო და ექვს შემთხვევაში დაცვაში, ამდენჯერვე კი შეტევაში ასპარეზობისას გამოიჩინა თავი. ბურთი სამჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო.

7 მოგებითა და 6 წაგებით “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძე და მისი თანაგუნდელები 16 ნოემბერს, “ფილადელფიასთან” გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფარს შესანიშნავად იცავს“ | ორლანდო მეჯიქის მთავარმა მწვრთნელმა გოგა შეაქო
„ფარს შესანიშნავად იცავს“ | ორლანდო მეჯიქის მთავარმა მწვრთნელმა გოგა შეაქო