FIBA ევროპის თასი: ქუთაისმა სეზონი ბალკანისთან გამარჯვებით დაასრულა
FIBA ევროპის თასის 2024-25 წლების გათამაშების მე-6 შეხვედრაში „ქუთაისმა“ სეზონის ბოლო შეხვედრაში „ბალკანის“ დრამატულ ბრძოლაში 93:92 მოუგო.
„ქუთაისმა“ „ბალკანის“ პირველი შეხვედრაც მოუგო და მათი დამარცხება ამჯერადაც შეძლო. ამჯერად შეხვედრა ძალიან თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ძირითადი დრო ფრედ 85:85 დასრულდა. გამარჯვებული კი ოვერტაიმში გამოვლინდა, სადაც უკეთესად ქართველებმა ითამაშეს და 8:7 მოიგეს.
„ქუთაისის“ მხრიდან საუკეთესო 18 ქულითა და 11 მოხსნით გიორგი კორსანტია იყო. აკაკი დვალიშვილმა კი 22 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ჯოინერმა კი 21 ქულა ჩააგდო.
რაც შეეხება მეტოქეს, „ბალკანში“ 23 ქულით ჯონსი იყო საუკეთესო.
ჩვენი ჯგუფიდან ესპანური „ბილბაო“ (10 ქულა) და სლოვაკური „პრიევიძა“ (9 ულა) გავიდნენ. „ქუთაისმა“ კი 8 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.