პრემიერ ლიგა
Aa
Aa

პრემიერ ლიგის 4 გუნდი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ | რას წერს Times-ი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“, „ლივერპულმა“, „არსენალმა“ და „ტოტენჰემმა“ ოფიციალურად დაარეგისტრირეს თავიანთი პოტენციური მოთხოვნა კომპენსაციის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ „მანჩესტერ სიტის პრემიერ ლიგის ფინანსური წესების შესახებ წარდგენილ 115 ბრალდებაში დამნაშავედ ცნობენ.

როგორც Times-ი წერს, თუ „ქალაქელებს“ დამნაშავედ ცნობენ, კლუბს სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს. საუბარია ასობით მილიონ დოლარზე.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო მოსმენა სექტემბერში დაიწყო, ვერდიქტი კი სავარაუდოდ მომდევნო წლის გაზაფხულამდე გამოცხადდება.

მიმდინარე წლის დასაწყისში ინგლისის პრემიერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული წესები „უამრავჯერ“ დაარღვია.

როგორც გაირკვა, გამოძიება 4 წელიწადზე მეტი მიმდინარეობდა. საქმე 2018 წელს, Der Spiegel-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების შემდეგ აღიძრა.

პრემიერ ლიგის მტკიცებით, „სიტის“ კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია 2009-დან 2018 წლამდე გამართულ არც ერთ სეზონში წარმოუდგენია. საუბარი კლუბის შემოსავლებს, რომლებშიც სპონსორებისგან მიღებული თანხა შედის და ასევე გასავალს ეხება.

2009-10 წლების სეზონიდან, 2012-13 წლების სეზონამდე, „სიტის“ ანგარიშში არ იყო სრული ინფორმაცია მთავარი მწვრთნელის ანაზღაურების შესახებ. ამასთან, დარღვევები იყო ფეხბურთელების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

2013-14, 2014-15 და 2017-18 წლების სეზონებში, „ქალაქელებმა“ კლუბის ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ პლეის წესები დაარღვიეს.

2018 წელს, მათ პრემიერ ლიგასთან არ ითანამშრომლეს და არ წარუდგინეს მოთხოვნილი დოკუმენტები. არადა, პრემიერ ლიგის წესების მიხედვით, ამის ვალდებულება ჰქონდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა ზედიზედ ოთხ მარცხზე - „ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება“
გუარდიოლა ზედიზედ ოთხ მარცხზე - „ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება“