U19-ის 3 ქულა ბოლო წუთებზე! საქართველომ შვედეთი სტუმრად დაამარცხა
Aa
Aa

U19-ის 3 ქულა ბოლო წუთებზე! საქართველომ შვედეთი სტუმრად დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა და სტუმრად შვედეთს 2:1 მოუგო.

ჯგუფის მასპინძელი შვედეთი პირველ ტაიმში 30-ე წუთზე სერნელიუსის გოლით დაწინაურდა, რომელმაც კუთხურიდან თავით შეძლო გატანა. პირველ ნახევარში შვედები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

მეორე ნახევარში ლაშა ფირცხალაიშვილმა მოედანზე ალექსანდრე თურქიას ნაცვლად თემურ ოდიკაძე შეუშვა, რომელმაც შეტევაში გუნდის თამაში უფრო მწვავე გახადა. ასევე აღსანიშნავია საბა გეგუჩაძის, გიორგი ნიკოლაიშვილისა და საბა სამუშიას კარგი თამაში. უკვე „ნიუკასლის" საკუთრება ვახტანგ სალია კი თადარიგში დარჩა და დღეს არ უთამაშია.

70-ე წუთზე გიორგი ნიკოლაიშვილმა შვედებს ასევე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავურით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ქართველების უპირატესობა აშკარა იყო, მომენტებსაც მხოლოდ ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ქმნიდა.

საბოლოოდ, 88-ე წუთზე საბა გეგუჩაძემ შორეული დარტყმით გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.

მატჩის ყველა მომენტი

ამრიგად, 19-წლამდელებმა შესარჩევი იდეალური სცენარით დაიწყეს. მომდევნო შეხვედრა 16 ნოემბერს ნორვეგიის წინააღმდეგ გველის (16:00). 19 ნოემბერს კი ესტონეთს დავუპირისპირდებით (21:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - სანიოლი ნაკრებს 2028 წლამდე გაწვრთნის
ოფიციალურად - სანიოლი ნაკრებს 2028 წლამდე გაწვრთნის