გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

უდიდესი ტალანტი, რომელიც ტრავმებმა შეაფერხა - Football Talent Scout-ი ჩაკვეზე

„უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძის პროგრესზე საფეხბურთო წრეებში ბევრი საუბრობს და მის მიმართ სატრანსფერო ინტერესიც იზრდება.

ამჯერად, „ჩაკვეს“ შესახებ ცნობილი ანალიტიკური გვერდის Football Talent Scout-ის დამფუძნებელი იაცეკ კულიგი წერს.

„2017 წელს, 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძის სტატისტიკა დინამო თბილისში - 16 მატჩი, 5 გოლი და 11 საგოლე გადაცემა. ის მაშინ უდიდესი ტალანტი იყო.

ამჟამად ის 25 წლის არის და უოტფორდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, სოლიდურ დონეზეა, მაგრამ ტრავმების გარეშე, დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებდა“.

- წერს კულიგი.

აქვე გეტყვით, რომ ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის გასულ ტურში „ოქსფორდთან“ 1:0 მოგებულ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჩაკვეტაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 2 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, დრიბლინგის 4 წარმატებული მცდელობა (8-დან), ბურთთან 59 შეხება, 29-დან 24 ზუსტად შესრულებული პასი (83%), 3 საკვანძო პასი, 1 წარმატებული ჩაწოდება, 1 სახიფათო მომენტი, 11-დან 4 პოზიციური დუელის მოგება და 24 დაკარგული ბურთი.

ამჟამად „ჩაკვე“ თბილისშია და ეროვნულ ნაკრებთან ერთად უკრაინასა და ჩეხეთთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლაპორტა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა“ | რას წერს El Nacional-ი
„ლაპორტა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა“ | რას წერს El Nacional-ი