ჩემპიონთა ლიგა: დინამო ფერენცვაროშთან დამარცხდა
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ თბილისის მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერესი კლუბი, ბუდაპეშტის „ფერენცვაროში“ იყო, რომელთანაც თბილისში გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 18:7 დასრულდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრელებმა უპირატესობა მალევე მოიპოვეს და შეხვედრის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ. „ფერენცვაროშმა“ ოთხივე მეოთხედის მოგება შეძლო - 2:5, 1:4, 3:4, 1:4.
ამ მომენტისათვის თბილისის „დინამო“ ჯგუფში ჩატარებული 4 შეხვედრის შემდეგ ყველა მარცხით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „ფერენცვაროშს“, ისინი ჯგუფს 12 ქულით ლიდერობენ.
„დინამო“ მე-5 ტურის შეხვედრას 20 ნოემბერს, სტუმრად ხორვატიაში „იარდანის“ წინააღმდეგ გამართავს.