ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„კვარასა და კლუბის შეუთანხმებლობა პრობლემამდე მიგვიყვანს“

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა მაურიციო დე ჯოვანიმ Napolimagazine-ის პირდაპირ ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხვიჩას შეცვლა ურთულესი იქნება.

„კვარაცხელიას ირგვლივ არსებული ვითარება მაღელვებს. რა თქმა უნდა, შეთანხმების მიღწევა და კონტრაქტის განახლება ყველასათვის მოსახერხებელი იქნებოდა. ამჟამად ქართველი არც ისე კარგად თამაშობს, როგორც ეს საჩემპიონო წელს იყო. ცოტა მეტი სიმშვიდე მასაც არ აწყენდა.

თუნდაც იმ სიტყვების შემდეგ, რომლებსაც კონტე მის შესახებ ამბობს, ამის ფონზეც კი ახალ კონტრაქტზე შეუთანხმებლობა პრობლემამდე მიგვიყვანს. ასევე გასათვალისწინებელია ძალიან მოტივირებული და მძვინვარე დავიდ ნერეშის არსებობაც. მას დიდი მოტივაცია აქვს და ეს ფაქტიც გასათვალისწინებელია“.

- ამბობს დე ჯოვანი.

როგორც მოგეხსენებათ, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმებას კონტრაქტში შესატანი გამოსასყიდი ღირებულების პუნქტი იწვევს. ხვიჩას მხარეს არ სურს, რომ ოსიმენის შემთხვევა განმეორდეს და ფეხბურთელს წასვლაში ხელი შეეშალოს. ამიტომ გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს მითითებას ითხოვენ. დე ლაურენტისი კი უარზეა და 100-120 მილიონს ასახელებს.

იტალიელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხვიჩასთვის ეს ბოლო იტალიური სეზონი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - სანიოლი ნაკრებს 2028 წლამდე გაწვრთნის
ოფიციალურად - სანიოლი ნაკრებს 2028 წლამდე გაწვრთნის