ტოტენჰემი, როდრიგო ბენტანკური
Aa
Aa

როდრიგო ბენტანკურს 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველს, როდრიგო ბენტანკურს, მისი თანაგუნდელის, ჰონგ-მინ სონის მიმართ გაკეთებული გამონათქვამის გამო, დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ივნისში ურუგვაელი ფეხბურთელი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში იყო სტუმრად, როდესაც წამყვანმა მას სონის მაისური სთხოვა, რაზეც ბენტანკურმა უპასუხა: „სონი? მისი ბიძაშვილის მაისურიც შეიძლება, რადგან ისინი ყველანი ერთმანეთს ჰგვანან“.

ამის გამო, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ბენტანკური რასიზმში დაადანაშაულა.

როგორც Daily Mail-ი წერს, ურუგვაელი შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

გამოცემას რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, რომ საუბარია 7-მატჩიან დისკვალიფიკაციაზე, თუმცა ეს რიცხვი საბოლოოდ ჯერ  არ არის დადასტურებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლაპორტა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა“ | რას წერს El Nacional-ი
„ლაპორტა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა“ | რას წერს El Nacional-ი