ანსუ ფატის მორიგი ტრავმა | ბარსელონას თავდამსხმელი 1 თვეს გამოტოვებს
ანსუ ფატი ტრავმის გამო, 4 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ინფორმაციას თავად „ბარსელონა“ ავრცელებს.
„ფატიმ ვარჯიშის დროს, მარჯვენა ბარძაყი დაიზიანა“, - წერს „ბლაუგრანა“.
INJURY NEWS | Ansu Fati suffered suffered a right hamstring injury at training on Wednesday morning. He will be out for approximately four weeks. pic.twitter.com/7dC4lzwqAv
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 13, 2024
ამ სეზონზე ეს 22 წლის ფეხბურთელის მეორე ტრავმაა. ივლისში მან ფეხი იტკინა, რის გამოც სეზონის დასაწყისი გამოტოვა.
2023/24 წლების სეზონში, ფატიმ ტრავმის გამო 69 დღე გამოტოვა. მან წვივის უკანა კუნთი დაიზიანა და 14 შეხვედრაში ვერ ითამაშა.
„ბარსელონაში“ გამოჩენის შემდეგ, ანსუმ რამდენიმე სერიოზული ტრავმა მიიღო. 2020 წელს, მან მენისკი გაიწყვიტა და თითქმის 1 წელი გაუცდა. 2021/22 წლების სეზონში, 5 ტრავმა მიიღო, რამაც მის განვითარებას ხელი ძალიან შეუშალა.