ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თუ ხვიჩას შევაჩერებთ, წარმატების შანსი გვექნება“ - უკრაინელი მწვრთნელი საქართველოზე

ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა, ოლერ გედორჩუკმა უკრაინულ სააგენტო Sport.ua-სთან ინტერვიუს დროს საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა და ჩვენი გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. ფედორჩუკმა აღნიშნა, რომ თუ რებროვის გუნდი კვარას გაანეიტრალებს, მაშინ სასურველი შედეგის დაფიქსირებასაც შეძლებს.

რას ამბობს ოლეგ ფედორჩუკი:

„მასპინძლებს ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, ვის გამოც სტადიონზე გულშემატკივრები მიდიან. ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. მან ასეთი აღიარება თავისივე კარგი თამაშით დაიმსახურა და ეს შემთხვევით არ მომხდარა. რა თქმა უნდა, შაბათს „ნაპოლის“ ქართველი ლიდერი თავის გუნდს ულიდერებს და თამაშიც მის გარშემო აეწყობა. ამიტომ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, გაუძლებს თუ არა ჩვენი მარჯვენა მცველი, კონოპლია ამბიციურ ქართველს. თუ ერთობლივი ძალისხმევითა და მოულოდნელობის მოსპობით ხვიჩას თამაშს გავურთულებთ, მაშინ დადებით შედეგის მიღწევის შანსი გაიზრდება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 16 ნოემბერს, ბათუმის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დანაკლისი უკრაინის ნაკრებში | საქართველოსთან დოვბიკის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა
დანაკლისი უკრაინის ნაკრებში | საქართველოსთან დოვბიკის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა