გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„კლუბის ლოგიკა ვერ გავიგე“ | ლუდოვიკ ობრანიაკი მიქაუტაძის ტრანსფერზე

ლუდოვიკ ობრანიაკმა, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი საფრანგეთში გაუტარებია და „ლილის“, „ბორდოსა“ და „მეცის“ ღირსებას იცავდა, „ლიონის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. ობრანიაკმა ფრანგული კლუბი გააკრიტიკა და გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერსაც გამოეხმაურა.

„რვა შემტევს ერთდროულად ვერ ათამაშებ. ფოფანა, ლაკაზეტი, ჩერკი, ბენრაჰმა, მიქაუტაძე, ზაჰა, ორბანი, ნუამა... რა აზრი აქვს მათ ყოლას? მით უმეტეს, როცა დაცვაში სერიოზული პრობლემები გაქვს?

ლიონის მფობელი, ჯონ ტექსტორი რეალობასაა აცდენილი. ზაჰას მაგალითი ავიღოთ. გამომდინარე იქიდან, რასაც მას უკეთებენ, ზაჰა კარგი ფეხბურთელი ვერ იქნება და მისი ხელფასი წყალში გადაყრილი ფულია. ზაჰას არ ათამაშებენ. ახლა უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე ლიონში გადმოსვლამდე ღირდა და არ მესმის, კლუბის სტრატეგია რა არის.

მიქაუტაძე-ლაკაზეტის დუეტი? თუ არ გქონდა იდეა, როგორ შეიძლებოდა მათი დაკავშირება და ერთდროულად თამაში, გიორგი არ უნდა შეგეძინა. ან ლაკაზეტი უნდა გაგეშვა საუდის არაბეთში. საერთოდ ვერ ვიგებ, ამ საკითხთან მიმართებით, კლუბის ლოგიკა რა იყო“.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ მონაწილეობა 11 შეხვედრაში მიიღო, თუმცა, საერთო ჯამში, მოედანზე 456 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლაპორტა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა“ | რას წერს El Nacional-ი
„ლაპორტა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა“ | რას წერს El Nacional-ი