„გამიკვირდა, როდესაც ლივერპულმა ის იყიდა...“ - შვარცერი მამარდაზე
ავსტრალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ამჟამად კი პრემიერლიგის ექსპერტმა, მარკ შვარცერმა საქართველოს ნაკრების მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის „ლივერპულის“ მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
რას ამბობს მარკ შვარცერი:
„მამარდა ტოპკლასის მეკარეა, მაგრამ ფეხით ვერ თამაშობს. ეს მისი ძლიერი მხარე არაა. ამიტომ ცოტათი გამიკვირდა, როდესაც „ლივერპულმა“ ის იყიდა.
არავინ დავობს, ის უმაღლესი დონის მეკარეა, ევროზე შესანიშნავად ითამაშა, თუმცა არ ვიცი, რამდენად არის მამარდაშვილი ისეთი ტიპის მეკარე, როგორიც „ლივერპულს“ სჭირდება. ალისონი და კელეჰერი ფეხით გაცილებით უფრო კარგად თამაშობენ“.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა. ქართველი მეკარე „ენფილდზე“ მომდევნო წლის ზაფხულში გადაბარგდება.
მიმდინარე სეზონში მამარდას „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა, 11 მატჩში „ღამურებს“ მხოლოდ 7 ქულა აქვთ.
ცნობისთვის, შვარცერს პრემიერლიგაში 640-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, უთამაშია ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „მიდლსბრო“, „ფულჰემი“, „ლესტერი“ და „ჩელსი“. ავსტრალიის ნაკრებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით რეკოდსმენია.