მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„არ მაინტერესებს შენმა ბიძაშვილმა რა გააკეთა“ | ალჯო მერაბისა და უმარის ჩხუბზე

მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა ქართველი ჩემპიონის მომავალზე ისაუბრა. „ალჯომ“ აქცენტი უმარ ნურმაგომედოვზე გააკეთა და განაცხადა, რომ მას საჩემპიონო ორთაბრძოლა ჯერ არ დაუმსახურებია.

„არ ვამბობ, რომ უმარი ცუდი მებრძოლია. ის მომწონს და ვფიქრობ, მაგარი ბიჭია, მაგრამ ფაქტებს ვერ გავექცევით. არ მაინტერესებს, შენს ბიძაშვილს (ხაბიბ ნურმაგომედოვი) რა გაუკეთებია. მის მიღწევებს შენთან არანაირი საერთო არ აქვთ. ყველაფერი თავად უნდა დაიმსახურო და ოჯახის წევრების წარმატებით არ ისარგებლო.

დვალიშვილს ვუთხარი, ხომ ნახე, მე რა დამემართა-მეთქი. გულშემატკივრებს არ ესმით რაზე ვსაუბრობ, მაგრამ მებრძოლები ყველაფერს კარგად ხვდებიან. ჩხუბისთვის მენტალურად მომზადება უმნიშვნელოვანესია. დრო გჭირდება, რომ დაისვენო და ახალი კემპის დასაწყებად მოემზადო. მერაბმა ქამარი ახლახან მოიგო. საჩემპიონო წრით ისიამოვნოს, დაისვენოს და შემდეგ დაბრუნდეს.

გაიხსენეთ, ტოპ 10-ის რამდენ წევრს მოუგო დვალიშვილმა და საჩემპიონო ბრძოლა მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო. გაიხსენეთ, რამდენ ყოფილ ჩემპიონს მოუგო, რამდენი პრეტენდენტი დაამარცხა... ამ ბიჭს კი უნდა, საჩემპიონო ბრძოლა ერთი მებრძოლის, კორი სენდჰეგენის დამარცხების შემდეგ მიიღოს“.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგი მომდევნო ბრძოლას მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ გამართავს. მისი დამარცხების შემთხვევაში, „ალჯოს“ საჩემპიონო ჩხუბის მიღება და ილია თოფურიასთან დაპირისპირება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლაპორტა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა“ | რას წერს El Nacional-ი
„ლაპორტა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა“ | რას წერს El Nacional-ი