ხვიჩა კვარაცხელია, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

„ლაპორტა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა“ | რას წერს El Nacional-ი

ცნობილმა კატალონიურმა გამოცემამ, El Nacional-მა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, „ბარსელონა“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული და „კვარას“ აგენტს, მამუკა ჯუღელსა და „ბლაუგრანას“ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას შორის შეხვედრაც გაიმართა.

„ხვიჩა კვარაცხელია კვლავ სერია A-ს ვარსკვლავებს შორისაა და მიმდინარე სეზონში, კარგი სტატისტიკა აქვს. მის ანგარიშზე 5 გოლი და ორი შედეგიანი გადაცემაა. კამპ ნოუზე, დიდი ხანია თვალს ადევნებენ 23 წლის გარემარბს, რომელიც ტექნიკით, საოცარი დარტყმითა და ორივე ფეხით თამაშის უნარით გამოირჩევა. ჟოან ლაპორტა ბოლომდე დარწმუნებულია, რომ კვარაცხელიას შეუძლია, ჰანსი ფლიკის სტილს იდეალურად მოერგოს.

გამომდინარე აქედან, ბარსელონას სურს, ხვიჩას სხვა მსურველებს, რომელთა შორის ლივერპული და პარი სენ-ჟერმენი არიან, კონკურენცია გაუწიოს. პრობლემა ისაა, რომ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონის ბინადრები მის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს მოითხოვენ.

ხუთშაბათს, ლაპორტა კვარაცხელიას აგენტს შეხვდა. ბარსელონას პრეზიდენტის ინტერესი სერიოზულია და ამას ზემოთ ხსენებული შეხვედრის გამართვაც ადასტურებს. კვარაცხელია ბარსელონაში სიამოვნებით გადავიდოდა, თუმცა, სხვა შეთავაზებებიც აქვს და ყველაფერი დამოკიდებული იქნება როლზე, რომელსაც მას ფლიკი შესთავაზებს“, - წერს El Nacional-ი.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, კატალონიურმა Sport-მა განაცხადა, რომ „ბლაუგრანა“ განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს და მის რადარზე რაფა ლეაუ, ნიკო უილიამსი, მუჰამედ სალაჰი, ხვიჩა კვარაცხელია და ლეროი სანე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი: კვარა სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება
ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი: კვარა სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება