ორლანდომ შარლოტს მოუგო, გოგამ 20 წუთი ითამაშა
NBA-ის თასზე „ორლანდო მეჯიქმა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი გოგა ბითაძე იცავს, „შარლოტ ჰორნეთსს“ უმასპინძლა და 114:89 მოუგო.
გოგამ პარკეტზე 20:09 წუთი გაატარა და 9 ქულის, 2 მოხსნის, 2 ასისტისა და 1 ბლოკის მოგროვება მოასწრო. ბითაძემ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო მის მიერ ერთხელ ნასროლი სამქულიანი უზუსტო აღმოჩნდა.
გოგას საუკეთესო მომენტები „შარლოტთან“:
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „შარლოტის“ მცველი ლამელო ბოლი გახდა (35 ქულა, 6 მოხსნა, 7 ასისტი), ხოლო „ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ფრანც ვაგნერი იყო (32 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი).
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ორლანდო“ 12 მატჩის შემდეგ მე-3 ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს შინ გოგა ბითაძის ყოფილ გუნდს, „ინდიანას“ უმასპინძლებს.