ფიბა-მ თვაური რუმინეთში, რატიშვილი კი საბერძნეთში გაამწესა
Aa
Aa

ფიბა-მ თვაური რუმინეთში, რატიშვილი კი საბერძნეთში გაამწესა

ფიბა ევროპის თასზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურია, რომელშიც ქართულ კლუბთან ერთად ქართველი მსაჯი და კომისარიც არიან ჩართულნი. კირილე თვაური კვლავ რუმინეთში, ქალაქ კონსტანცაში მსაჯობს. ის კონსტანცასა და ფრანგული შოლეს მატჩს მოემსახურება.

ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი კი საბერძნეთში იმუშავებს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ და მოქმედ ასისტენტ მწვრთნელებს შეხვდება.

ფიბა ევროპის თასის ბოლო ტურში ბერძნული „მარუსი” ბელგიურ სპირუ ბასკეტს უმასპინძლებს და ამ მატჩის კომისარი მერაბ რატიშვილი იქნება.

ათენის უბნის, მარუსის გუნდის მთავარი მწვრთნელია ილიას ზუროსი, ხოლო მისი ასისტენტი ანატოლი ბოისა. ბოისას საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ელოდებიან, თუმცა ამ მატჩის დასრულების შემდეგ.

კირილე თვაური (მსაჯი)

13 ნოემბერი. კონსტანცა (რუმინეთი). ფიბა ევროპის თასი
კონსტანცა (რუმინეთი) – შოლე (საფრანგეთი)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

13 ნოემბერი. ათენი (საბერძნეთი). ფიბა ევროპის თასი
მარუსი (ათენი, საბერძნეთი) – სპირუ ბასკეტი (შარლერუა, ბელგია)

წყარო: GBF.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 17 ქულა, ბითაძის ორმაგი დუბლი - საქართველო იტალიასთან დამარცხდა
შენგელიას 17 ქულა, ბითაძის ორმაგი დუბლი - საქართველო იტალიასთან დამარცხდა