კილიან მბაპე
Aa
Aa

L’Equipe: მბაპეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

მადრიდის „რეალის“ ფრანგი თავდამსხმელი, კილიან მბაპე მინიმუმ სეზონის დასაწყისიდან, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძვის.

ამის შესახებ L’Equipe-მ პირველად 8 ნოემბერს დაწერა, ახლა კი გამოცემას ეს ინფორმაცია ფორვარდის გარემოცვამ დაუდასტურა.

უწოდეთ ამას, რაც გნებავთ, მაგრამ კილიანს უკვე რამდენიმე თვეა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მსგავსი საკითხების ასე უბრალოდ, თავისით გადაწყვეტა შეუძლებელია. საჭიროა დროა და მუშაობა, რაც სპეციალისტის ჩართულობით ტარდება“, - უთხრა L’Equipe-ს პირმა, რომელსაც მპაბესთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „რეალში“ 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონზე, 25 წლის ფორვარდის ანგარიშზე 7 გოლი და 2 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას ვესაუბრე და ახლა ასე სჯობს“ - დეშამი მბაპეს არგამოძახებაზე
„მას ვესაუბრე და ახლა ასე სჯობს“ - დეშამი მბაპეს არგამოძახებაზე