კამარუ უსმანი, შავკატ რახმონოვი
Aa
Aa

შავკატის მეტოქე ცნობილია - ჩხუბი 7 დეკემბერს გაიმართება

UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლის, შავკატ რახმონოვის შემდეგი მეტოქე ცნობილია.

როგორც Red Corner MMA წერს, 30 წლის ყაზახი UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, ნიგერიელ კამარუ უსმანს დაუპირისპირდება.

მათივე ინფორმაციით, ბრძოლა 7 დეკემბერს, UFC 310-ზე გაიმართება.

UFC 310-ზე მთავარი მოვლენა ბელალ მუჰამედისა და შავკატ რახმონოვის ჩხუბი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბრძოლა ჩაიშალა. მიზეზი ის გახდა, რომ მუჰამედს ძვლის ინფექცია დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ რახმონოვის ბოლო ჩხუბი 2023 წლის დეკემბრით თარიღდება, როდესაც ყაზახმა მებრძოლმა მახრჩობელა ილეთით ამერიკელ სტივენ ტომპსონს სძლია.

აღსანიშნავია, რომ რახმონოვს MMA-ში 18 ჩხუბი აქვს ჩატარებული, საიდანაც 18-ვეში მან ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება უსმანს, მან ბოლოს ხამზატ ჩიმაევთან იბრძოლა და წააგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ცალი ხელით ვეჩხუბები“ | შავკატის პოსტი ილია თოფურიაზე
„ცალი ხელით ვეჩხუბები“ | შავკატის პოსტი ილია თოფურიაზე