როდრი: “მეორე ადგილზე ვინისიუსს არ გავიყვანდი“
როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ოქროს ბურთი როდრიმ მოიგო, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
გულშემატკივრების უმეტესობა თვლის, რომ ოქროს ბურთი ვინისიუს ჟუნიორს ეკუთვნოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ესპანელმა ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა როდრიმ?
„მე ვერ ვიტყვი დავიმსახურე, თუ არა ოქროს ბურთი. მეგონა ამ ჯილდოს 2023 წელს მოვიგებდი, რადგან მანჩესტერ სიტიში დიდებული სეზონი მქონდა. რეალის პროტესტი? ხმის მიცემის უფლება რომ მქონოდა, მეორე ადგილზე კარვახალს დავასახელებდი, ხოლო მესამეზე ვინისიუსს.
პირადად მე, მადრიდის რეალის რამდენიმე ყოფილმა ფეხბურთელმა მომილოცა, მათ შორის ხოსელუმ და ნაჩომ. ვინიმ კი არ მომილოცა, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. რეალის ადგილზე, მე ასე არ მოვიქცეოდი, თუმცა არც ეს არის ჩემი საქმე.“
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ვინისიუს ჟუნიორმა ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, France Football-ის გამოკითხვაში, როდრიმ ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს 41 ქულით აჯობა.