ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი: კვარა სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება

„ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეა რუსოტომ, რომელიც კლუბში იჯარით თამაშონდა, Calcio Time-თან ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.

36 წლის ფეხბურთელის თქმით, კვარამ ნეაპოლში ჩასვლისთანავე არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა.

რა თქვა რუსოტომ:

„ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ამიტომ არ მინდა თქმა, რომ იმას, რაც მაშინ გააკეთა ვეღარასდროს გაიმეორებს, მაგრამ ძალიან ძნელი რომ იქნება, ფაქტია. პირველ სეზონში მან ყველა გააოცა - არავის ეგონა, რომ ახალჩამოსული ასეთ დონეს მიაღწევდა.

„რაც შეეხება კონტეს მოთხოვნებს, სავარაუდოდ, კვარამ ახალი მწვრთნელის ტაქტიკურ იდეებს ჯერ ალღო ვერ აუღო, რომელიც გუნდის ერთიანობასა და კომპაქტურობას ითხოვს“.

„ნაპოლის’’ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ჰყავს და კვარაცხელია სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება, ხოლო გუნდი სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა შემტევმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ინტერთან“ თამაშის შემდეგ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრა და ეროვნულ გუნდს უახლოეს საათებში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სჯობს კვარა ბებერი ძაღლით შევცვალოთ | იტალიაში კონტე გააკრიტიკეს
სჯობს კვარა ბებერი ძაღლით შევცვალოთ | იტალიაში კონტე გააკრიტიკეს