„თუ ის ოქტაგონის ცენტრში შეხვედრას მოინდომებს...“ | ლოპესი თოფურიაზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ბრაზილიელმა მებრძოლმა, დიეგო ლოპესმა ილია თოფურიაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.
Hablemos MMA-სთან ინტერვიუში ლოპესმა თქვა, რომ მას არავისი ეშინია.
„მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ერთადერთი რაც მაკლია, შიშია. ვფიქრობ, ეს ჩემი ყველა ბრძოლის დროს დავამტკიცე. თუ ის [თოფურია] მოინდომებს ოქტაგონის ცენტრში შეხვედრას, მე გამოწვევას მივიღებ და დარტყმებით ვუპასუხებ - ეს ძალიან მარტივია“, - თქვა ლოპესმა.
ცნობისთვის, დიდი ალბათობით დიეგო ლოპესი თებერვალში UFC-ის ქვემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონს, ალექსანდერ ვოლკანოვსკის შეხვდება და წყვილში გამარჯვებული ილია თოფურიასთან ქამრისთვის ჩხუბის შესაძლებლობას მიიღებს.
ასევე, არსებობს ჭორები, რომ ვოლკანოვსკი „მატადორს“ დიეგო ლოპესის გვერდის ავლითაც შეიძლება დაუპირისპირდეს, ამ შემთხვევაში კი დიეგო ლოპესს გაურკვეველი ვადით მოუწევს უქმობა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი სწორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, შემდეგ კი ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა.