ვისამ ბენ იედერი
Aa
Aa

2-წლიანი პირობითი პატიმრობა - ბენ იედერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

„მონაკოს“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ვისამ ბენ იედერი სექსუალური ძალადობის საქმეზე, ნიცას სასამართლოს წინაშე წარდგა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორი 34 წლის ფეხბურთელისთვის 2,6 წლიანი პატიმრობას მოითხოვდა.

მოსამართლემ ბენ იედერი ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნო და ფეხბურთელს 2 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბრალდებულს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მსხვერპლისთვის 5000 ევროს გადახდა დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ „მონაკოს“ კაპიტანს გაუპატიურებაში 2023 წლის აგვისტოშიც ადანაშაულებდნენ, თუმცა მაშინ ის 900 000 ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, 27 დეკემბერს, ბენ იედერი სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება - ამჯერად ყოფილი ცოლის მიმართ მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის საქმეზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არტურო ვიდალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
არტურო ვიდალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ