ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა

სპორტულ მედიაში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელი მარკო ანგულო 22 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანგულო ავტოავარიას ემსხვერპლა. ავარია 35 დღის წინ მოხდა და დღევანდელ დღემდე მის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ცნობისთვის, ავარია კიტოში მოხდა და ანგულოს გარდა კიდევ 2 ადამიანი დაშავდა, რომელთა გადარჩენაც ასევე ვერ მოხერხდა.

მარკო ანგულო სხვადასხვა დროს ინდეპენდიენტე ხუნიორსში, ინდეპედიენტე დელ ვალესაში და სინსინატიში თამაშობდა. მისი ბოლო კლუბი ლდუ კიტო იყო. ეკვადორის ნაკრებში მან მხოლოდ 3 თამაშის ჩატარება მოასწრო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები