იურგენ კლოპი
Aa
Aa

ინგლისელი მსაჯი ფეხბურთს ჩამოაშორეს - მიზეზი კლოპის შეურაცხყოფაა

ბრიტანელმა მსაჯმა, დევიდ კუტმა აღიარა, რომ ვიდეო, რომელშიც ის „ლივერპულის“ ყოფილ მწვრთნელს, იურგენ კლოპზე უცენზუროდ საუბრობს, ნამდვილია. ამის შესახებ BBC იტყობინება.

შეგანხსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დევიდ კუტი მეგობრებთან პირად საუბარში კლოპს ამპარტავანს უწოდებს და ქალის სასქესო ორგანოს ადარებს. აღსანიშნავია, რომ ვიდეო რამდენიმე წლის წინ არის გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელებში ცოტახნის წინ გავრცელდა.

ინგლისურ ფეხბურთში მსაჯობაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ, PGMOL-მა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე კუტი ფეხბურთს ჩამოშორდება.

აღსანიშნავია, რომ 42 წლის დევიდ კუტმა რამდენიმე დღის წინ „ლივერპულის“ მატჩზე იმუშავა, რომელშიც „წითლებმა“ „ასტონ ვილა“ 2:0 დაამარცხეს. დევიდ კუტი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მსაჯია და უმაღლესი ლიგის მატჩებზე 2018 წლიდან მუშაობს.

აქვე გეტყვით, რომ მსაჯები ვალდებულები არიან, აცნობონ PGMOL-ს, თუ რომელ გუნდს უჭერენ მხარს. ნოტინგემში დაბადებული კუტი „ნოტინგემ ქაუნთის“ გულშემატკივრად არის დარეგისტრირებული, შესაბამისად, მას ამ კლუბის, ისევე როგოც „ნოტინგემ ფორესტის“ მატჩებზე მუშაობა ეკრძალება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯიც მიხვდა, რომ ბარსელონას გოლი უნდა ჩათვლილიყო | სკანდალი ლა ლიგაში
მსაჯიც მიხვდა, რომ ბარსელონას გოლი უნდა ჩათვლილიყო | სკანდალი ლა ლიგაში