„მის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“ - უოტფორდის კომენტატორი ჩაკვეტაძეზე
ბრიტანელმა კომენტატორმა და „უოტფორდის“ გულშემატკივარმა, ჯასტინ ბიტიმ Football League World-თან საუბრისას „კრაზანების“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტომ ქლევერლის გუნდმა იანვარში გიორგი ჩაკვეტაძე უნდა შეინარჩუნოს.
რას ამბობს ბიტი ჩაკვეზე:
„ყველაზე დიდი საზრუნავი, რაც სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე მაქვს, გიორგი ჩაკვეტაძეს უკავშირდება. მან ცოტა ხნის წინ ხელი ახალ კონტრაქტს მოაწერა, რაც მის ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის. მაგრამ არის რამდენიმე გუნდი, რომელიც იანვარში მის დამატებას მოისურვებს. უკვე არსებობს ჭორები „ვულვზის“ შესახებ და ბაზარზე სხვა გუნდებიც არიან. „უოტფორდმა“ მის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რადგან პრემიერ ლიგაში დაწინაურების ამოცანაში მას გადამწყვეტი როლი ექნება. ჩაკვეტაძე აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ“.
გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდში“ კარგ სეზონს ატარებს. მართალია, ქართველმა შემტევმა 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ „ჩაკვეს“ „კრაზანების“ შეტევების ორგანიზებაში დიდ როლს თამაშობს.
ჩემპიონშიფის გასულ ტურში ქართველი ფეხბურთელი „ოქსფორდთან“ 1:0 მოგებულ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჩაკვეტაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 2 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, დრიბლინგის 4 წარმატებული მცდელობა (8-დან), ბურთთან 59 შეხება, 29-დან 24 ზუსტად შესრულებული პასი (83%), 3 საკვანძო პასი, 1 წარმატებული ჩაწოდება, 1 სახიფათო მომენტი, 11-დან 4 პოზიციური დუელის მოგება და 24 დაკარგული ბურთი.