იუვენტუსი, ემპოლი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძე იუვეში? - ცნობილია, რა თანხის გადახდას აპირებენ ტურინელები

ტურინის „იუვენტუსი“ „ემპოლის“ ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ გამოცემა JuveLive-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ მესვეურები მზად არიან, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელში 7 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ტურინელების გეგმის თანახმად, ტრანსფერი ზაფხულში უნდა განხორციელდეს, მანამდე კი საბა გოგლიჩიძეს ტოსკანურ კლუბში განვითარების შესაძლებლობა ექნება. არსებული ინფორმაციით, ტურინელები ასევე საბას თანაგუნდელით, არდიან ისმაილით ინტერესდებოდნენ, თუმცა ამ მიმართულებით სიახლეების არარსებობის ფონზე ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ტიაგო მოტამ არჩევანი გოგლიჩიძის სასარგებლოდ გააკეთა.

ასევე არაა გამორიცხული, რომ „იუვემ“ საბას შეძენის შემდეგ ის კიდევ ერთი სეზონით „ემპოლიში“ დატოვოს, რათა ახალგაზრდა ქართველმა სერია ა-ში კიდევ უფრო მეტი გამოცდილება დააგროვოს.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლიმ“ გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოდან“ 450 000 ევროდ შეიძინა. ქართველის დებიუტი სერია ა-ში 31 აგვისტოს, „ბოლონიას“ წინააღმდეგ შედგა. ამ დროისთვის მის ანგარიშზე სერია ა-ში ჩატარებული 9 მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თანამედროვე მცველია, სტრესის გარეშე თამაშობს - სანიოლი გოგლიჩიძეზე
თანამედროვე მცველია, სტრესის გარეშე თამაშობს - სანიოლი გოგლიჩიძეზე