რობერტ ლევანდოვსკი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ეს როგორ მოხდა? ბარსელონა ლა ლიგისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

„ბარსელონა „რეალ სოსიედადთან“ მატჩში ლევანდოვსკის გაუქმებული გოლის თაობაზე ლა ლიგისა და სამსაჯო კომიტეტისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

მატჩის დროს და მისი დასრულების შემდეგაც, ყველა რაკურსიდან, ფოტოდან თუ ვიდეოდან აშკარად ჩანდა, რომ მცველის ფეხი უფრო ახლოს იყო კართან, ვიდრე ლევანდოვსკის. ამ ფაქტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან ვიდეო რეფერის მსგავსი რამ უნდა შეემჩნია და სწორი შეფასება მიეცა.

Relevo-ს ცნობით, „ბარსელონა“ მოითხოვს ახსნა-განმარტებას, რათა გაარკვიოს ზუსტად რა მოხდა ამ ეპიზოდში და შეძლებენ თუ არა მომავალში მსგავს სიტუაციებში გამოსავლის პოვნას.

კლუბი არ დაკმაყოფილდა იმ ახსნა-განმარტებით, რომ რეპორტაჟისას ვიდეო რეფერის არასწორი „სტოპ-კადრი“ მისცეს. თუ, უბრალოდ გულშემატკივრებმა და სპორტულმა გვერდებმა შეცდომა დაინახეს, როგორ ვერ შეამჩნია ეს VAR-მა?

გარდა ამისა, კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ამ მომენტით იმდენად აღშფოთებულია, რომ მატჩის მსვლელობის დროს ემოციებს უკონტროლოდ გამოხატავდა. ის ვერ იჯერებდა, რომ ეს გოლი მართლა გააუქმეს, რადგან გამეორების ნახვისას მანაც მარტივად დაინახა, რომ არანაირი თამაშგარე არ ყოფილა.

ვნახოთ როგორი იქნება ლა ლიგის პასუხი. თუმცა, ამ მატჩს უკვე არაფერი ეშველება და „ბარსელონამ“ „ელ კლასიკოში“ მოპოვებული 6-ქულიანი უპირატესობა უკვე დაკარგა. თუ „რეალი“ გადადებული ტურის მატჩში სტუმრად „ვალენსიას“ მოუგებს, სხვაობას 3 ქულამდე შეამცირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი სამუშაო გასწია“ - კვარამ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი აღაფრთოვანა
„საოცარი სამუშაო გასწია“ - კვარამ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი აღაფრთოვანა