უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

უკრაინის მორიგი დანაკლისი | ციგანკოვის შემცვლელიც ტრავმირებულია

უკრაინის ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - კიევის „დინამოს“ ცენტრალური ნახევარმცველი, ვიტალი ბუიალსკი, რომელიც სერგეი რებროვმა ეროვნულ გუნდში ვიქტორ ციგანკოვის ნაცვლად გამოიძახა, ასევე ტრავმირებულია.

31 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის გუნდის ტრავმა მიიღო და უკრაინის ნაკრებს საქართველოსა და ალბანეთთან მატჩებში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ციგანკოვისა და ბუიალსკის გარდა, უკრაინის ნაკრებს ასევე მადრიდის „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინი გამოაკლდა. „სამეფო კლუბის“ მეკარე ნაკრებში პირადი მიზეზების გამო არ გამოიძახეს. რაც შეეხება ციგანკოვს, „ჟირონას“ ნახევარმცველს ასევე ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს.

აქვე გეტყვით, რომ სერგეი რებროვის გუნდმა მოსამზადებელი შეკრება უკვე დაიწყო. უკრაინის ნაკრები კიევიდან მატარებლით პოლონეთში გაემგზავრა, საიდანაც ჩარტერული რეისით ანტალიაში გადაფრინდება და მატჩებისთვის ბელეკში მოემზადება. ლეგიონერები ნაკრებს სწორედ თურქეთში შეუერთდებიან, საიდანაც უკრაინის ეროვნული გუნდი 15 ნოემბერს ბათუმში გაემგზავრება.

საქართველო-უკრაინის მატჩი 16 ნოემბერს ბათუმში გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის უკრაინის ნაკრები 4 ქულით ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ადგილზეა. ჯგუფს ჩეხეთი 7 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს საქართველოს და ალბანეთის ეროვნული გუნდები იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შიკი და ძირითადის 3 მცველი - ჩეხეთის დანაკლისი საქართველოსთან
შიკი და ძირითადის 3 მცველი - ჩეხეთის დანაკლისი საქართველოსთან