„ეჭვები მქონდა, მაგრამ ილიას მაგალითი დამეხმარა“ | კარლოს ალკარასი
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ესპანელმა ჩოგბურთელმა „ელ მატადორი“ შეაქო და ილაპარაკა გავლენაზე, რომელიც UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა მის მენტალიტეტზე მოახდინა.
„თავდაჯერებულობა, რომელსაც ილია აჩვენებს, მაგალითად წლეულს, როცა საოცრებები აკეთა და UFC-ის ისტორია დაწერა, აღფრთოვანებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ იყო მომენტები, როცა ძალიან, ძალიან ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი მქონდა, თოფურიას დამოკიდებულება გახლდათ ის, რამაც შთამაგონა, თავდაჯერებული ვყოფილიყავი“.
ცნობისთვის, ალკარასმა თოფურიაზე Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. „კარლიტოსმა“ „ელ მატადორი“ შთაგონების წყაროდ მოიხსენია და განაცხადა, რომ ილიას მაგალითი ძალიან დაეხმარა.
როგორც მოგეხსენებათ, თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და 2024 წელს, ორი ლეგენდა დააფინიშა. „ელ მატადორმა“ ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკის მოუგო, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეი გათიშა.