შიკი და ძირითადის 3 მცველი - ჩეხეთის დანაკლისი საქართველოსთან
ერთა ლიგის B დივიზიონის დასკვნითი ორი ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 16 და 19 ნოემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში უკრაინას უმასპინძლებს, შემდეგ კი სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდება.
ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ალბანეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც სოლიდური დანაკლისი შეინიშნება. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ გუნდის ლიდერი პატრიკ შიკი, დაცვის ცენტრში მოთამაშე ძირითადის ფეხბურთელები - ლადისლავ კრეიჩი, დავიდ ზიმა და მარტინ ვიტიკი.
ტრავმირებული მცველების ნაცვლად ნაკრებში გამოიძახეს პატრიციო სტონატი და ჟიჟი ბულა. ამ უკანასკნელისთვის ეს სანაკრებო დებიუტია.
ხსენებული 3 მცველიდან ჰაშეკი მინიმუმ 2 მათგანს ყოველთვის სასტარტოში ათამაშებს. დანაკლისის შემთხვევაში კი ერთ-ერთს სწორედ მესამე მათგანი ცვლის. მთავარი მწვრთნელისთვის ეს დამატებითი თავსატეხია, მას უკანა ხაზის სერიოზულად ფორმირება მოუწევს, რომ არაფერი ვთქვათ შეტევაში მთავარი ფიგურის შიკის გამოკლებაზე.
ივან ჰაშეკის 25-კაციანი რჩეულთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: მარტინ იედლიჩკა (პლზენი), ანტონინ კინსკი (სლავია), მატეი კოვარჟი (ლევერკუზენი, გერმანია).
მცველები: ვლადიმირ ცოუფალი (ვესტ ჰემი, ინგლისი), პატრიციო სტონატი (პუშკაშ აკადემია), ჟიჟი ბულა (ოსტრავის ბანიკი), მილან ჰაველი (პლზენი), იან ბორილი (სლავია), ტომაშ ჰოლეში (სლავია), ვაცლავ იემელკა (პლზენი), ლადისლავ კრეიჩი (ჟირონა, ესპანეთი), მარტინ ვიტიკი (სპარტა).
ნახევარმცველები: ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ვაცლავ ჩერნი (რეინჯერსი, შოტლანდია), ალექს კრალი (ესპანიოლი, ესპანეთი), ლუკაშ ჩერვი (პლზენი), ლუკაშ კალვახი (პლზენი), ონდრეი ლინგრი (სლავია), ლუკაშ პროვოდი (სლავია), მატეი შინი (ბანიკი), პაველ შულცი (პლზენი).
თავდამსხმელები: ადამ ჰლოჟეკი (ჰოფენჰაიმი), იან კლიმენტი (ოლომოუცი), იან კუხტა (მიდტიულანდი), ვასილ კუშეი (მლადა), ტომაშ ხორი (სლავია).
საქართველო - უკრაინა (16 ნოემბერი, 21:00)
ჩეხეთი - საქართველო (19 ნოემბერი, 23:45)