მამუკელაშვილის სამქულიანები | სან ანტონიომ საკრამენტო დაამარცხა
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში მე-5 გამარჯვება მოიპოვა. გამთენიისას, „სან ანტონიო“ საკუთარ კედლებში „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდა და 116:96 იმარჯვა.
„მამუ“ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15 წუთი და 42 წამი გაატარა. სანდროს პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა და 9 ქულისა და 2 მოხსნის მოგროვება მოასწრო. მამუკელაშვილმა 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და ორივე მოხსნა საკუთარ ფარზე მიითვალა.
„ჩემი თანაგუნდელები ძალიან მიყვარს. ისინი მენდობიან და ყოველთვის, როცა ცარიელი ვარ, მეუბნებიან, რომ ვისროლო. ზედიზედ ათი ტყორცნაც რომ გავაფუჭო, მეუბნებიან, რომ ზედმეტი არ ვიფიქრო და არ დავყოვნდე, რადგან ისინი და სამწვრთნელო შტაბის წევრები ხედავენ რამდენს ვმუშაობ“, - განაცხადა „მამუმ“ მატჩისშემდგომ ინტერვიუში, რომლის დროსაც სანდროს ლაპარაკში ხელი ჯერემი სოხანმა, კრის პოლმა, ჯულიან ჩემპეინმა და სიდი სისოკომ შეუშალეს.
Sandro Mamukelashvili postgame:
— Josh Paredes (@Josh810) November 12, 2024
"My teammates trust me to... my teammates trust me to... my teammates ... I love 'em, man. They trust me." pic.twitter.com/bSp7M0v9F4
„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც 34 ქულა, 14 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება დააგროვა. კრის პოლს 12 ქულა, 11 ასისტი და 6 მოხსნა ჰქონდა, დევინ ვესელმა და კელდონ ჯონსონმა კი 12 და 11 ქულა მიითვალეს. „საკრამენტოს“ მხრიდან დიაარონ ფოქსი გამოირჩა - 24 ქულა, 6 მოხსნა. დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 23 ქულა, 14 მოხსნა.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 5 მოგება და 6 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 გახლავთ. „სპურსი“ მომდევნო შეხვედრას 14 ნოემბერს გამართავს და „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდება.