უსმან დემბელე
Aa
Aa

ფრანგების კიდევ ორი დანაკლისი - დეშამი მძიმე მდგომარეობაში

უეფას ერთა ლიგის გათამაშება საფრანგეთის ნაკრებისთვის პრიორიტეტულ და დიდად ყურადღებამისაქცევ ტურნირს რომ არ წარმოადგენდა, ამაზე გუნდის მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის მიერ განხორციელებული ექსპერიმენტებიც მეტყველებს. თუმცა, ამჯერად ექსპერიმენტების გარეშეც მას სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან დაცვისა და შეტევის ხაზში ტრავმების გამო ორი მნიშვნელოვანი ფიგურა მოისაკლისა.

მუხლის ტრავმის გამო „სამფეროვნებს“ „ჩელსის“ მცველი უესლი ფოფანა ვერ დაეხმარება, რომლის ნაცვლადაც „ინტერიდან“ ბენჟამინ პავარი გამოიძახეს. ეროვნულ გუნდს ასევე დააკლდება შეტევაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უსმან დემბელე - პსჟ-ს მეათე ნომერმა „ანჟერთან“ (4:2) მატჩში ბარძაყის კუნთი დაიზიანა და რამდენიმედღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს, მის ნაცვლად კი ნაკრებში დეშამმა კინგლის კომანს უხმო.

4 ტურის შემდეგ დაგროვებული 9 ქულით საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერ იტალიის ეროვნულ გუნდს ქულით ჩამორჩება. 14 ნოემბერს „მამლები“ ისრაელს უმასპინძლებენ, ხოლო 17 ნოემბერს ჯგუფურ ეტაპს მილანში „სკუადრა აძურასთან“ გასამართი მატჩით დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს დეშამის ხელმძღვანელობით ნაკრებში თამაში აღარ სურს
მბაპეს დეშამის ხელმძღვანელობით ნაკრებში თამაში აღარ სურს