ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

დი სტეფანოს პრემიის ლაურეატი - MARCA-ს ჯილდო ბელინგემს

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ ესპანეთის ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი დაასახელა, რომელმაც ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს პრემია მიიღო. 21 წლის ინგლისელი ნახევარმცველი „რეალს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა და პირველივე სეზონში ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ბელინგემმა პრიმერა დივიზიონის გასლ სეზონში 28 შეხვედრაში თავი 19 გოლთან ერთად, 6 საგოლე პასითაც გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს, არტიომ დოვბიკსა და ალექსანდრ სორლოტს ჩამორჩა.

სხვათა შორის, ყველასდა გასაკვირად, ბელინგემი დაჯილდოების ცერემონიაზე არ გამოცხადდა, რის მიზეზებზეც როდესაც MARCA-ს მთავარ რედაქტორს ხუან იგნასიო გალიარდოს ჰკითხეს, მან ნახევრადხუმრობით მიუგო, რომ „რეალის“ წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი საშინელი ალერგიის გამო ჯილდოების მიმართ, ინგლისელის იგნორი მის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, მათთვის დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა.

დი სტეფანოს პრემიის ლაურეატი ესპანეთში 2008 წლიდან ვლინდება და მისი პირველი გამარჯვებული რაულია, ყველაზე მეტჯერ, შვიდჯერ კი ეს პრიზი ლიონელ მესიმ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრი: რაც რეალმა გააკეთა მე ამას არ ვიზამდი
როდრი: რაც რეალმა გააკეთა მე ამას არ ვიზამდი